კელი დეგნანი - რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის -  მოქალაქეებს სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება, ეს დნმ-ში აქვთ

12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის - მოქალაქეებს სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება, ეს დნმ-ში აქვთ, - ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკასა და ევროკავშირისა და აშშ-ის ღირებულებებთან საქართველოს თავსებადობას ეხებოდა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველო აბსოლუტურად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს.

„საქართველო აბსოლუტურად იზიარებს ამ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს. როგორც აღვნიშნე, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის საქართველოს ისტორია, კულტურა, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაფერი ეს საქართველოს კულტურის ნაწილი. თავისუფლების ესოდენ დიდი სიყვარული, დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, სურვილი, რომ აიგოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, რაც ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს. რაც აკავშირებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ოჯახის, რწმენის, თავისუფლების სიღრმისეული სიყვარულია. ეს არის ორივე კულტურის ნაწილი. რატომ გრძნობენ ამერიკელები ასე კომფორტულად თავს საქართველოში, თითქოს, შინ არიან ან ქართველები ამერიკაში სტუმრობისას თავს? - ზუსტად ამიტომ. ეს ევროპისკენ მტკიცე ორიენტაცია აქედან გამომდინარეობს. ეს ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც საქართველო ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად იზიარებს. თავისუფლების მოყვარული, დემოკრატიისკენ სწრაფვის მქონე ნებისმიერი ადამიანი, საზოგადოება მსოფლიოში ამითაა განმსჭვალული. 12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე წარმატებას მიაღწევთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს ეს დნმ-ში აქვთ, მას სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება. ერთ-ერთი ბირთვი, ფუნდამენტური კავშირი, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, ეს არის ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სუვერენიტეტი კი ნიშნავს თქვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების დაცვას. გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს შეძლოს ეს. ვინაიდან უაღრესად დიდ პატივს ვცემთ არამხოლოდ იმას, რაც შეასრულეთ 30 წლის განმავლობაში, არამედ რაც შეასრულეთ 26 საუკუნის განმავლობაში“, - განაცხადა დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი