თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოში „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ლადო ბოჟაძემ, სიტყვით გამოსვლისას, პარტია „ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მასთან დაკავშირებული სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ახსენა.

ამ განცხადებას „ლელოს” წარმომადგენელი ვახტანგ სურგულაძე გამოეხმაურა და ლადო ბოჟაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ლისის ტბის პროექტები მოგწონთ? მამუკა ხაზარაძის დამსახურებით ლისის ტბა ჭაობად რომ გადაიქცა ეს სწორია? ხაზარაძის პროექტები ხომ კარგად ნარჩუნდება? ხომ არ ინგრევა? მსგავსი პროექტები როცა მტკიცდებოდა, მაშინ რატომ არავინ იღებდით ხმას?” - განაცხადა ლადო ბოჟაძემ, რაზეც ვახტანგ სურგულაძე მას რამდენჯერმე გამოეპასუხა.

„ოფლის ნაცვლად ვაზელინი რომ გამოგდის, ვიცი”, - მიმართა სურგულაძემ ბოჟაძეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, სადაც წევრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და თბილისში დაგეგმილ სტრატეგიულ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ. თბილისის საკრებულოში წარდგენილია სამშენებლო პროექტები, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობაც. ამის გამო 24 აგვისტოს ურბანული კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ სხდომაზე სპეციალისტებიც მიიწვია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის