ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურასა და მუხრაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურასა და მუხრაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა მოინახულეს.

„მდინარეები ჩოლშურა და მუხრა წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. ადიდების შედეგად მდინარე გადმოდიოდა კალაპოტიდან და მოძრაობა იზღუდებოდა. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, სახიდე გადასასვლელით ჩოლურის თემის სამი სოფელი ისარგებლებს. საპროექტო სამუშაოებს შ.პ.ს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1, 052, 352 ლარს შეადგენს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა