გიორგი ტყემალაძე - საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა - ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება

საკრებულოში მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში არ მახსენდება ერთი პროექტი ან ინიციატივა, რომელმაც თქვენი მოწონება დაიმსახურა - თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, გამოძრავებთ მხოლოდ პირადი პარტიული მიზნები და ისინი არ ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, - ასე მიმართა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

როგორც მან დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აღნიშნა, შეუძლებელია ყველა პროექტი განხილული იყოს უარყოფით კონტექსტში.

„მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, საკრებულოში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მე არ მახსენდება ერთი პროექტი ან ინიციატივა, რომელმაც დაიმსახურა თქვენი მოწონება. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, გამოძრავებთ მხოლოდ პირადი პარტიული მიზნები და ისინი არ ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. აქ მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ყველა პროექტი განხილული იყოს უარყოფით კონტექსტში. ჩვენი ოპონენტები ნამდვილად გამოირჩევიან კონკრეტული გვარების მიმართ ინტერესით. ეს ცხადად გამოჩნდა გუშინ კომისიაზე გაჟღერებულ განცხადებებშიც. იმავე არეალში უფრო მეტი სიმჭიდროვის მქონე განაშენიანების რეგულირების გეგმა დაგვიმტკიცებია, თუმცა ამას არ გამოუწვევია არანაირი უკმაყოფილება და პროტესტი. ეს არ იყო მათთვის საინტერესო, რადგან მათი შინაარსი არ იყო ხელსაყრელი კონკრეტული პარტიული მიზნების მიღწევისთვის. საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს. ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან ქალაქის აღმშენებლობის პროცესს და თავად შეაფასებენ ვითარებას - რამდენად უწყობს ხელს კონკრეტული პროექტი ჩვენი ქალაქის ურბანულ განვითარებას. მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ იწყება პროექტების განხორციელებაზე მუშაობა. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა - ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ოპოზიციის წარმომადგენლები სრულიად გათავისუფლებულები არიან პასუხისმგებლობებისგან - ისინი ვერ იაზრებენ იმ ინვესტიციების მნიშვნელობას, რომელთა განხორციელება ჩვენი ქალაქის მრავალმხრივი განვითარებისთვის აუცილებელია. ხაზგასმით ვამბობ, აქ ყველა პროცედურა არის გამჭვირვალე და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ზედმიწევნით ადევნონ თვალი ყველა პროცესს“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის