გია ვოლსკი - ჩვენი ნებისმიერი წარმომადგენელი შევადაროთ რომელიმე სხვა პარტიის ლიდერს ინტელექტით, წარსულით და აწმყოთი - დაინახავთ, რომ თუ ვინმეს არაფორმალური მართვა სჭირდება, ეს ის ხალხია, ვინც თავს იწონებს „ვალინკებით“ სიარულით

რეალობა არის ის, რომ ივანიშვილს არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია და დიდი, უშველებელი სიაა სიკეთის, რაც მან თავის ქვეყანას გაუკეთა ფულადო რესურსებით და გინდა, გარკვეული ჯგუფის, პარტიის პოლიტიკური ორგანიზებით, რომელმაც სადისტური რეჟიმი დაამარცხა არჩევნების გზით მაშინ, როცა ძალიან ბევრი სწორედაც რევოლუციისკენ და ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა და ასეთი საუბრების და შეთავაზებების მხილველი და მოწმე მე ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი არაფორმალურ მმართველობაზე კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნუ დავიჩემებთ, ვინ რა იგულისხმა". მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერებს გარედან მართვა არ სჭირდებათ და ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესა და სხვა ლიდერებზე ნაკლები არაფრით არიან.

"დამერწმუნეთ, რომ "ქართულ ოცნებაში", მათ შორის, ლიდერები, სპეციალისტები არაფრით ნაკლებნი არ არიან არც "ნაციონალურ მოძრაობაზე", არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ გუნდზე, რომ ჩვენ გვჭირდებოდეს რაიმე მიმართულებების მიცემა ან მართვა. ნებისმიერ საკითხზე ღირსეულ ოპონენტად გამოვალთ ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე და ნებისმიერი სამეცნიერო დებატების დროს, არაფერი გარედან სამართავი არ გვჭირს. მე არ მიმაჩნია ჩემი თავი ან ჩემი რომელიმე კოლეგა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეზე ნაკლებად, გინდა ინტელექტუალურად, გინდა ადამიანურად და გინდა სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით. ასე რომ, გადავხედოთ, ვინ რომელ პარტიას მართავს და მერე გადავწყვიტოთ, სჭირდება თუ არა რომელიმე პარტიას გარედან არაფორმალური მართვა.

"ქართული ოცნების" ნებისმიერი წარმომადგენელი ავიღოთ და შევადაროთ რომელიმე ლიდერს თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, რესურსით, წარსულით და აწმყოთი, მომავლის ხედვით. დაინახავთ, რომ თუ ვინმეს არაფორმალური მართვა ჭირდება, ეს ის ხალხია, ვინც თავს იწონებს იმ ადგილას "ვალინკებით" სიარულით, სადაც, ალბათ, ცოტა სხვა თემებზე უნდა იყოს ლაპარაკი," - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება