გია ცაგარეიშვილი -„ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად, სადაც კი რაღაცის მოსავალი გაჩნდება ქვეყანაში, იქვე შეესევიან იქაურობას

„ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად. სადაც კი რაღაცის მოსავალი გაჩნდება ქვეყანაში, იქვე შეესევიან იქაურობას. თხილია, იქ ჩადიან, ყურძენია აქეთ ჩამოდიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გუშინ და წინა დღეებში, არა მარტო მევენახეებთან სხვა მიმართულებებითაც გაჟღერდა ოპოზიციური პარტიებიდან აბსოლუტურად გაუგებარი შინაარსის ბრალდებები, სპეკულაციები, განსაკუთრებით აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთში თხილზე, აღმოსავლეთში ყურძენზე. ერთგვარი პოლიტიკური ფაროსანა რომ წარმოვიდგინოთ, სწორედ ასე იქცევიან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები და წევრები. აგულიანებენ ფერმერებს, ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს, წარმოუდგენელ შეთავაზებებს უკეთებენ, მაგალითად, კახეთში ფერმერებს ეუბნებიან, რომ გასულ წელს ჩაუბარებელი და გაფუჭებული ყურძნის საფასური თურმე წელს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტმა გლეხებს და ფერმერებს. თუ არ ვცდები ყოველ კილოზე 20 თეთრი. როგორ წარმოგიდგენიათ, ჯერ ერთი ეს როგორ უნდა დავითვალოთ, შემდეგ როგორ უნდა გაიცეს. მასე შეიძლება წინა წლების ზარალის ძიებაც და გამოთვლაც დავიწყოთ, ასე ძალიან შორს წავალთ და ეს ხომ განუხორციელებელი შეთავაზებაა, აბსოლუტურად პოპულისტური და ვფიქრობ წინა საარჩევნოდ გაჟღერებული“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი