გიორგი ვაშაძე - ბოლო წელიწადია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება პინგ-პონგს თამაშობს განცხადებებით - პირდაპირ გეტყვით, რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას", მათი გეგმაა საქართველო რუსეთს ჩააბარონ

ბოლო წელიწადია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება პინგ-პონგს თამაშობს განცხადებებით - ეს არის დაგეგმილი სცენარი, რომელშიც მონაწილეობს ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის დაჯგუფება, რომ ილუზიები დაგვიხატონ მომავალში, გეგონება ურთიერთობებს ალაგებენ და "მათი პოლიტიკის გამო ცხინვალს არ მიიერთებს რუსეთი", ათასი რამ შეიძლება მოვისმინოთ, - ასე ეხმიანება მმართველ გუნდში მედვედევის განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" ცდილობს ევროკავშირის და ნატოს წევრობის პერსპექტივა, ასევე აშშ-სთან პარტნიორობა დააკარგინოს ქვეყანას.

„მე პირდაპირ გეტყვით, რა გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას", მათი გეგმაა ჩააბარონ საქართველო რუსეთს. ოღონდ, ეს არ გაუვათ არცერთ შემთხვევაში! დგამენ ნაბიჯებს, რომ საქართველო წაჰკიდონ დასავლეთს, ევროკავშირს, როგორც ქალბატონმა დეგნანმა თქვა, დაგვაკარგინონ ევროკავშირის წევრობა, ნატოს წევრობა, ამერიკასთან პარტნიორობა და ჩააბარონ ქვეყანა რუსეთს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ ყველა ერთად, ვისაც სჯერა, რომ ძლიერი საქართველოს მექანიზმი არის ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად.

მე ვფიქრობ, ეს არის დაგეგმილი სცენარი, რომელშიც მონაწილეობს ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფება, რომ ილუზიები დაგვიხატონ მომავალში, გეგონება რუსეთთან ურთიერთობებს ალაგებენ, "მათი პოლიტიკის გამო ცხინვალს არ მიიერთებს რუსეთი" და ათასი რამ შეიძლება მოვისმინოთ. ხომ ვხედავთ ბოლო წელიწადია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება პინგ-პონგს თამაშობს ერთმანეთში განცხადებებით. ყველაფერი ეს არის დაგეგმილი სცენარი, რასაც ისინი ახორციელებენ. აქ ერთი საინტერესო ფაქტია, აფხაზეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის სუბიექტად ქცევა და გაცილებით კატეგორიულები არიან ამაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. ეს არის ყველაზე საგანგაშო, რაც ხდება",- განაცხადა ვაშაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება