არჩილ გორდულაძე - ოპოზიციას ქვეყნის წინსვლა არ აინტერესებს

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყნის წინსვლა არ აინტერესებს.

,,ვადევნებ თვალს თქვენი პატრონების მიერ დაფინანსებულ ტელევიზიებსაც და სხვა მედიასაშუალებებსაც. სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან მხოლოდ ტყუილის ტირაჟირებას ვისმენ. თქვენ რომ მოგისმინოთ, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ომი მშვიდობაა, განვითარება გენოციდია და ეკონომიკური წინსვლა საერთოდ არ არის საჭირო. თქვენ ებრძვით კონკრეტულ ადამიანებს, არ გაინტერესებთ ქვეყნის წინსვლა’’, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

არჩილ გორდულაძემ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს და კოლეგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ოპოზიციას საერთო საქმის კეთებისკენ მოუწოდა.

,,თქვენ უნდა გაითავისოთ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ხართ. რაც შეეხება ხალხის განწყობას, 2024 წელს ვნახავთ, თუ ვის რა მხარდაჭერა ექნება. სიტყვა ,,ნაცი’’ კი ყველა გონიერი ადამიანისთვის შეურაცხყოფაა. ამიტომ მოგიწოდებთ, ვიცხოვროთ ამ ქალაქში და ვიშრომოთ ამ ქალაქისთვის’’, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება