ნინო ვარდოსანიძე - ოპოზიციის მხრიდან მორალსა და ზნეობაზე საუბარი უხერხული და სამარცხვინოა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

როგორც თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნინო ვარდოსანიძე თავის გამოსვლაში ოპოზიციის მხრიდან მორალსა და ზნეობის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს შეეხო და მათ კორექტულობისკენ მოუწოდა.

,,ოპოზიციის მხრიდან დღეს არაერთი კომენტარი გაკეთდა მორალსა და ზნეობაზე. საუბრობენ, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ ამ ქალაქში ცხოვრება ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

მინდა მოგიწოდოთ, ასეთი შეფასებების დროს კორექტულნი და მეტად თავშეკავებულები იყოთ. ქალაქის და ქვეყნის წინაშე, ფაქტობრივად, ყველა მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი ძალა, არათუ აგრძელებს ცხოვრებას, არამედ ამდენი წელია ისევ ხელისუფლებაში მობრუნებას ცდილობს.

ახლა არ დავიწყებ წარსულის გახსენებას. საზოგადოება კარგად აფასებს ყველაფერს. თქვენი მხრიდან კი ნგრევის შენებად ჩვენება, ხოლო შენების და რეალური განვითარების აპოკალიფსად წარმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და სამარცხვინოა’’, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა