დიმიტრი მედვედევი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, მათთან ურთიერთობები ვითარდება - საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.

აღნიშნულის შესახებ მედვედევმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა“, - რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ დარჩა „თავგასული, შეშლილი, უცნაური ადამიანები“, მაგრამ მათი გავლება პოლიტიკაზე მინიმალურია.

„აი, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი - მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს რეალიები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ მათთან ურთიერთობები“, - დასძინა მან.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა