საჩხერე-ონის გზაზე, სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიწა ჩამოიშალა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში დასვენება უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან არ ვიცით, როდის რა დაგვეცემა თავში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამბროლაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი ფერაძემ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, საჩხერე-ონის გზაზე, სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიწა ჩამოიშალა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა.
ტურისტულად ვერ ვისვენებთ, გადაადგილების საშუალებაც კი არ გვაქვს, გზა და გზა ხან მიწა ჩამოგვეშლება თავზე, სად რა დაგვეცემა თავზე არავინ არ იცის.
ხელისუფლების მესვეურები გამოვლენ და იტყვიან, რომ ყველაფერი კარგად არის, ამას ბუნებას და სტიქიურ უბედურებას ხომ ვერ დააბრალებენ. როგორც ქვეყანა არის ჩამოშლილი, ასე მიმდინარეობს ყველა ტენდერი და ყველა სამუშაო საქართველოში, რაც თვალხილულია.
არ ვიცით, წინ რა გველოდება, ეს მთავრობა სიურპრიზებს ყოველდღე გვიწყობს თავისი კომპანიებით და თავისი წარმომადგენლებით“, - აღნიშნა დიმიტრი ფერაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.