ირაკლი ნადირაძე - „თბილსერვისში“ გაბერილია შტატები - კატასტროფულად არის გაზრდილი ბიუროკრატიული და საწვავის მოხმარების ხარჯები

„თბილსერვისში“ გაბერილია შტატები - კატასტროფულად არის გაზრდილი ბიუროკრატიული და საწვავის მოხმარების ხარჯები, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

ნადირაძის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თბილისის მერიაზე გამოქვეყნებული ანგარიში არის „საბრალდებო დასკვნა“.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში კახა კალაძის უწყებაზე, რომელიც არის პრაქტიკულად საბრალდებო დასკვნა. ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ პრაქტიკულად ტენდერების მორგება ხდება კომპანიებზე და ამით ზარალდება სახელმწიფო, თბილისი და თბილისის ბიუჯეტი. მათ შორის, საუბარი იყო ბექა ოდიშარიას კომპანიაზე და იმ ცნობილი 30 ათას ლარიან ნაგვის ურნის შესყიდვებზე. ასევე, საუბარია ტენდერის გარეშე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე - კომპანია „მონტაჟ ჯორჯია”, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილის და „ქართუს“ ელექტრიკი იყო. ნათურა რომ დაეწვებოდა სახლში, ეს კაცი და მისი კომპანია უცვლიდნენ ხოლმე ნათურას და ამ კომპანიაზეც წერია, რომ კომპანია, რომელიც ტენდერში იყო დისკვალიფიცირებული ტენდერის გარეშე მისცეს მერე ხელშეკრულება და იმაზე ასი ათას ლარზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე შეიძლება კონკურენტულ გარემოში მიეცათ. ასევე, საუბარია იმაზე, რომ „თბილსერვისში“ გაბერილია შტატები და პირდაპირ წერია, რომ „თბილსერვისში“ მუშაობს დაახლოებით 2000 მეეზოვე და მათ 2000 უფროსი ჰყავს ფაქტობრივად ზემოდან, ზოგი გაფორმებულია პროტოკოლში, ზოგი საგარეო მიმართულებაში და ყოველ მეორეს აქედან კიდევ მანქანა ჰყავს, ანუ 2000 მეეზოვეს 2000 უფროსი ჰყავს და აქედან მათ 1000 მანქანა ემსახურება, კატასტროფულად არის გაზრდილი ბიუროკრატიული და საწვავის მოხმარების ხარჯი, რომ ყოველ 5 წუთში ერთხელ ასხამენ საწვავს და ეგ მტკიცებულებებიც კი აქვთ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტში საუბარია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზებზეც, კერძოდ, ნათქვამია, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ დიდი ოდენობით თანხებს ხარჯავს ზოგიერთი ისეთი მომსახურების მისაღებად, რომლის ღირებულების გაანგარიშებაც არ ეფუძნება რეალურ გათვლებს. გამარტივებულ შესყიდვებში არსებულ ხარვეზებზე საუბრისას კი აღნიშნულია, რომ მუნიციპალურმა შპს-მ სამ შემთხვევაში შესყიდვის პროცედურები წარმართა არასათანადოდ. შედეგად, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულებები გაიზარდა და შემსყიდველმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ნათქვამია, რომ თბილსერვისში ზოგიერთი დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ადამიანის ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წარმოქმნის რისკს, რომ აღრიცხვის დოკუმენტში დასაქმებულთა ზეგანაკვეთური საათების მითითებული რაოდენობა არაგონივრულადაა გაზრდილი, მეტი ანაზღაურების გაცემის მიზნით.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა