პაატა მანჯგალაძე - გვამადლიან, არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებთო - წარმოგიდგენიათ, რა პატრიოტად გამოიყურება ბოლშევიკი ბუდუ მდივანი გურამ მაჭარაშვილის ფონზე?!

გვამადლიან, არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებთო - წარმოგიდგენიათ, რა პატრიოტად გამოიყურება ბოლშევიკი ბუდუ მდივანი გურამ მაჭარაშვილის ფონზე?! - ამის შესახებ პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „თურმე „ქართული ოცნება" ერთიან საქართველოს აღიარებს და ეს მათი დიდი დამსახურება ყოფილა“.

ქართული ოცნებიდან" გამომსვლელებს ვუსმენდი. როგორ წარმოგიდენიათ, საქართველოს ხელისუფლება 21-ე საუკუნეში გაბედავს და იმას იტყვის, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვაღიარებთო?! ამას ხომ ვერავინ გაბედავს! ჩვენ 1921 წლის ისტორია უნდა ვიცოდეთ - როდესაც „კომუნისტური“ ბუდუ მდივანის მთავრობა მოვიდა, ავტონომიური რესპუბლიკების არცნობისა და არაღიარების გამო სახლში წასვლა და რუსეთთან კონფლიქტი მოუწიათ. იმ ხალხმა ავტონომიები არ აღიარა - წარმოგიდგენიათ ბოლშევიკი ბუდუ მდივანი რა პატრიოტად გამოიყურება გურამ მაჭარაშვილის ფონზე?! ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება.

„რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების წინ წაწევისკენ მიმართულ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა კარასინმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა