აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

დღეს აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე საერთაშორისო წყლებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

„წვრთნები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეზე მოკავშირეთა პასუხს წარმოადგენს, კერძოდ ამ ქვეყნის მიერ კოსმოსური თანამგზავრით აღჭურვილი რაკეტის გაშვებაზე, რაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგი რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს, რადგან ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიებით ნებისმიერი გაშვებები ეკრძალება“, - ნათქვამია განცხადებაში.

წვრთნებში ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Aegis-ით აღჭურვილი 3 საესკადრო ნაღმმზიდმა მიიღო მონაწილეობა: სამხრეთკორეულმა Yulgok Yi I, ამერიკულმა USS Benfold და იაპონურმა JS Haguro.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია