საბა ბუაძე - ხელისუფლების საქმე სწორედ ესაა, გააკეთოს სწორი გათვლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა შესაბამისად განავითაროს - ახლა მხოლოდ ჩვენი სამაშველო სამსახურების იმედი მაქვს

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

საბა ბუაძე აცხადებს, რომ 1,5 მილიარდიანი ბიუჯეტის მიუხედავად დედაქალაქი კვლავ მოუმზადებელი ხვდება სტიქიას.

„სამწუხაროდ, მცირე კრიზისი საკმარისია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს როგორი მიგდებულია თბილისი და მთელი საქართველო.

როგორც ამბობენ ძლიერი ნალექია და რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში რთულია კარგი მოლოდინი გქონდეს. თუმცა, ხელისუფლების საქმე სწორედ ესაა, გააკეთოს სწორი გათვლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა შესაბამისად განავითაროს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში თბილისის ბიუჯეტმა 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს მომავალი დღეების დისკუსიაა. ახლა მხოლოდ ჩვენი სამაშველო სამსახურების იმედი მაქვს და გამძლეობა მინდა ვუსურვო მათაც და ყველას ვინც სტიქიას საკუთარ სახლებში საკუთარი ხელით ებრძვის", - წერს „ლელოს" საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, საბა ბუაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის