კახა კალაძე - სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი, საიდან ამდენი ნაგავი

სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი, საიდან ამდენი ნაგავი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული სანიაღვრე არხები წყალს ატარებს.

„აქ, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივ ატარებდა. იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ არ მახსოვს ასეთი რამ ბოლო წლებში",- აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რათა დილით გადაადგილება თავისუფალი იყოს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა