მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს აქვს ამბიცია განაცხადოს, რომ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით უფრო მეტად შეუძლია აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას განაპირობებს

საქართველოს აქვს ამბიცია განაცხადოს, რომ ყველაზე მეტად - ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით უფრო მეტად შეუძლია აკმაყოფილებდეს ყველა იმ სტანდარტსა და მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირის წევრობას განაპირობებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, რაც უფრო მკაფიო და ნათელი იქნება განცხადებები, წინაპირობები და გადაწყვეტილებები, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირის წევრობას განაპირობებს, ურთიერთობებს მხოლოდ წაადგება და ორმხრივად სასარგებლო იქნება.

სარჯველაძის შეფასებით, ამ მხრივ გარკვეული ბუნდოვანება გაჩნდა და სასურველია, მეტი სიცხადე ამ თვალსაზრისით.

„ვისურვებდი, მეტი სიცხადე ყოფილიყო. ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ მხოლოდ თარიღები მექანიკურად არ განსაზღვრავს არც კანდიდატის სტატუსს, არც წევრობას. ამას კონკრეტული გარემოებების და წინაპირობების დაკმაყოფილება სჭირდება. თუნდაც იმ ქვეყნების მოსახლეობისთვის, ვინც ევროკავშირში ინტეგრაციას ელოდება, გარკვეული პროგნოზების წარდგენა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ თვალსაზრისით, შარლ მიშელის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივ ვადას გულისხმობდა, მეტ სიცხადეს შეიცავდა. საუბარი იმაზე, რომ არც 2030 წელი შეიძლება იყოს რელევანტური დრო - ან მეტი, ან ნაკლები დასჭირდეს - ეს რა საკვირველია, მეტ ბუნდოვანებას ბადებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ბევრი სამუშაოა საიმისოდ, რომ რეალურად შევძლოთ ქვეყნის განვითარება. ეს რასაკვირველია, ამ მიმართულებით ევროკავშირის გეგმას ემთხვევა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის პრაქტიკულად რეალობად იქცა, რომ ამ მიმართულებით ამბიციური ვიყოთ და ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების მხრივ პოზიტიური შეფასებები გვქონდეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც არსებობს გადაწყვეტილებები, რომელთა შინაარსი შეიძლება საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები არ იყოს, ეს გარკვეული სკეპტიციზმისთვის მიზეზს ბადებს, რასაც ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები შეიძლება ოსტატურად იყენებდნენ.

„ჩვენ ალბათ შეგვიძლია ვთქვა, რომ შეიძლება იმედიანად განწყობილი ვიყოთ. ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიციზმის ტენდენცია მაინც კლებად რეჟიმშია. ეს გარემოება დაადასტურა ბოლოდროინდელმა განწყობებმაც. რაც მთავარია, არა მხოლოდ პროფესიონალთათვისაც გასაგებია, რომ მათ შორის ევროპის უსაფრთხოება არგაფართოებაზე ნამდვილად ვერ იქნება დამოკიდებული - პირიქით, გაფართოება არის ერთადერთი გზა თვითონ ევროპელებისთვის, რომ სერიოზული საფრთხეები იქნას დაზღვეული. ვფიქრობ, რომ ამას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი კარგად აღიქვამს ევროპაში და ეს არის ჩვენს ინტერესში. გამომდინარე აქედან, ინტერესები იმგვარად ემთხვევა, რომ ევროპის გაფართოება, მათ შორის იმ არეალში, რაც საქართველოს გულისხმობს, არის ორმხრივად საინტერესო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის