„ჯეოქეისის“ მრჩეველთა გუნდს ილია რუბანისი შეუერთდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა გუნდს ილია რუბანისი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ილია რუბანისი, მაღალკვალიფიციური ანალიტიკოსი და ჟურნალისტია. მისი სპეციალიზაციის სფეროს კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი წარმოადგენს.

„ამ მიმართულებით იგი ფლობს დოქტორისა და მაგისტრის ხარისხს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ანალიტიკური ორგანიზაციების, ასევე არაერთი ქვეყნის მთავრობის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობას.

ამჟამად, ელია რუბანისი გერმანიაში მოქმედი ახალი ამბების ცნობილი პლატფორმის Caucasus Watch-ის სარედაქციო ჯგუფის წევრია. რუბანისის ღრმა ცოდნა და სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება "ჯეოქეისის" შესაბამისი ექსპერტიზის გაძლიერებისა და ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისათვის.

მივესალმებით ილია რუბანისს და "ჯეოქეისთან“ ნაყოფიერ თანამშრომლობას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს