ანა დოლიძე - როგორც შოვი არ ბრალდება დაზარალებულებს, ეგრე სანიაღვრეები არ ბრალდება გარემოვაჭრეებს

როგორც შოვი არ ბრალდება დაზარალებულებს, ეგრე სანიაღვრეები არ ბრალდება გარემოვაჭრეებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მან მმართველ პარტიას „სამარცხვინო“ უწოდა.

„ჰოპლა! იფიქრეს და მოიფიქრეს რომ არ ღირს წყალდიდობის დაბრალება „ნაციონალებისთვის“. „გაცვდა. მაშ რა ვქნათ?!“- იკითხა 15 ათას ლარიანმა პიარ კონსულტანტმა? „ხალხს დავაბრალოთ და მოდი ყველაზე მოწყვლად ხალხს, რომელსაც ყველაზე ნაკლები ხმა აქვს პოლიტიკაში: გარემოვაჭრეებს შევტენოთ სანიაღვრეების პრობლემა!“ მაგარი სამარცხვინოები ხართ თქვენ, ,,ოცნება“! არ გაგივათ! როგორც შოვი არ ბრალდება დაზარალებულებს, ეგრე სანიაღვრეები არ ბრალდება გარემოვაჭრეებს.“- განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს