„ნაციონალური  მოძრაობა“ რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა. პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციისა და საკრებულოს წევრმა იმედა კევლიშვილმა, 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი სურვილით დატოვა და გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

იმედა კევლიშვილის განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

„ჩემი წასვლის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ის უსაქციელობა გახდა, რასაც ისინი აკეთებენ. პირველ რიგში, ეს გახლავთ მათი მხრიდან ბოიკოტი იმ წევრების მიმართ, ვინც მელიას მისცა ხმა. ამ 7 თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაურეკავთ არცერთ ღონისძიებაზე ან ოფისში შეკრებაზე. როგორ დავიჯერო, რომ არაფერი ჰქონიათ და თუ არ ჰქონდათ, გამოდის არ მუშაობენ. შიდაპარტიული პლურალიზმი არ არსებობს, არის არაფორმალური მმართველობა, რითაც, მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ემსგავსება ქართულ ოცნებას“, - განაცხადა იმედა კევლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში პარტია ამავე მიზეზით, სხვა წევრებმაც დატოვონ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო