უკრაინელი დეპუტატი - ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დატოვებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, სექტემბრის პირველ კვირაში, შესაძლოა, ხელმძღვანელობის ცვლილება განხორციელდეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვერხოვნა რადას საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იაროსლავ ჟელეზნიაკმა „ტელეგრამზე" დაწერა.

მისი ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნება, თავდაცვის სამინისტროს კი, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

„ჩემი ინფორმაციით, მომავალ კვირას, ანუ სექტემბრის პირველ კვირას, რეზნიკოვი დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს და დიდ ბრიტანეთში ელჩად წავა", - აცხადებს უკრაინელი დეპუტატი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის