ანა დოლიძე - სახელმწიფო უწყებები ჩამოშლილია, ეგაა „კუბიკებით“ რომ ერთობიან პატარა ბიჭები

დღეს, კანონის მოთხოვნით შემოწირულების ანგარიში აუდიტის სამსახურში წარვადგინეთ, არ იღებენ. ანტიკორუფციული იბარებსო. ანტიკორუფციულში არ იციან ვინ იბარებს - ყურმილს არავინ პასუხობს და გადაწყვეტილების მიმღები არავინაა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის შეფასებით, სახელმწიფო უწყებები ჩამოშლილია.

„ჩამოშლილია სახელმწიფო უწყებები. ეგაა „კუბიკებით“ რომ ერთობიან პატარა ბიჭები. დღეს, კანონის მოთხოვნით შემოწირულების ანგარიში აუდიტის სამსახურში წარვადგინეთ. არ იღებენ. ანტიკორუფციული იბარებსო. ანტიკორუფციულში არ იციან ვინ იბარებს და არავინ მოდის. ყურმილს არავინ პასუხობს და გადაწყვეტილების მიმღები არავინაა. არავინ იცის რა ქნას: ადგილზე ველოდებით რა ხანია. არც ჩაბარების ფურცელი გამოგვატენეს, არც საკუთარი ცხელი ხაზი გააჩნიათ. რა ხდება, წახვედით? ირაკლი კობახიძე, კიდევ რამეს იტყვით პარტიების დაფინანსებაზე, თქვე მაჩანჩალებო?! ჩვენ ყველაფერი გვაქვს ხუთიანზე და თქვენ კიდევ თავს იფხანთ ელემენტარულ რაღაცებზე“, - წერს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს