ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია -  გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში მნიშვნელოვან წინადადებებს წარვადგენთ

ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს.

„ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ - ეს მისასალმებელია“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარს შეკითხვა დაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისევე როგორც ევროკავშირი, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ეს? - ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს", მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს.

„არა მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის [პოლიტიკური] ნების საკითხი და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე შესრულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. 2030 წელს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ - ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ - უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

მისი თქმით, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, დააჩქარებს კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას.

„ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან", - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით