რომის პაპი ფრანცისკე, ისტორიაში პირველად, მონღოლეთს ეწვია

რომის პაპი ფრანცისკე, ისტორიაში პირველად, სამოციქულო ვიზიტით მონღოლეთს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მედიის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი მოინახულა, სადაც მორწმუნეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქრისტეს მოციქულთათვის პოლიტიკური მანდატი არ მიუცია, მაგრამ უბრძანა მათ რწმენით უმკურნალონ ტანჯულ ადამიანებს.

„მთავრობებს და საერო დაწესებულებებს ეკლესიის მუშაობის არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ეკლესიას არ აქვს პოლიტიკური პროგრამა, რომელიც შესრულებას საჭიროებს", - განაცხადა რომის პაპმა.

ხვალ, რომის პაპი წირვას ჩაატარებს, რომელსაც შეუერთდებიან მომლოცველები: ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ვიეტნამიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის