ბაია კვიციანმა  და როსტომ ჩხეიძემ ახალციხესა და ახალქალაქში შეხვედრები გამართეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა და პარლამენტის წევრმა როსტომ ჩხეიძემ ახალციხესა და ახალქალაქში შეხვედრები გამართეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ახალციხესა და ახალქალაქში გამართული შეხვედრების მთავარი თემა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი იყო.

ბაია კვიციანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა გააცნო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით დასახული გეგმების შესასრულებლად.

„ჩვენ დავიწყეთ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის ეტაპი და ეს შეხვედრებიც ამ პროცესის ნაწილს წარმოადგენს. რეგიონებში გასვლის მიზანია ყველა დაინტერესებულ პირს გავაცნოთ, თუ რეკომენდაციების შესრულების რა ეტაპზე ვიმყოფებით. პროცესი რამდენიმე წელზეა გაწერილი და ვგეგმავთ, რომ მონიტორინგი ყოველწლიურად განვახორციელოთ", - განაცხადა ბაია კვიციანმა.

მისი თქმით, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო და აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევის შედეგების მიმართ განწყობები მნიშვნელოვნად შეიცვალა დადებითი კუთხით.

„ნამდვილად ხაზგასასმელი ფაქტია, რომ განწყობები საზოგადოებაში საგრძნობლად შეცვლილია. თუ თავიდან ზოგიერთი არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის მხრიდან სკეპტიკური განწყობები შეინიშნებოდა, დღეს, როდესაც სახეზე გარკვეული შედეგები გვაქვს მათი განწყობებიც პოზიტიური გახდა.

დარწმუნებული ვართ, ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ", - განაცხადა ბაია კვიციანმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თემატური მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის