ნინო ევგენიძე - მმართველი პარტიის წევრები კონფერენციაზე დაპატიჟებულები იყვნენ, სამწუხაროდ, გასული წლის მსგავსად, გადაწყვიტეს წელსაც არ დასწრებოდნენ

მმართველი პარტიის წევრები დაპატიჟებულები იყვნენ, სამწუხაროდ, გასული წლის მსგავსად, გადაწყვიტეს წელსაც არ დასწრებოდნენ, ეს მათი არჩევანია. ყველა ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და მისი ევროატლანტიკური მომავალი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით, დღეს ყველანი აქ არიან, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ მე-7 საერთაშორისო კონფერენციის „პუტინიზმის დამარცხება" დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიზანი არაა საქართველო იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ყველაფერს აკეთებენ ამის ხელის შეშლისთვის.

"წლევანდელი ჩვენი თემაა პუტინიზმის დამარცხება. მოგეხსენებათ, წელს 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ კიდევ მოხდა ყირიმის ანექსია და უკვე 1.5 წლის წინ დაიწყო უკრაინის მასშტაბური ოკუპაცია, ანექსია და ომი, რომელიც, დღეისთვის, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომს უტოლდება. თითოეული ჩვენგანისთვის, ქართველებისა და უკრაინელებისთვის პუტინიზმის დამარცხება ნიშნავს რუსეთის დეიმპერიალიზაციას, ამიტომაც ჩვენ ჩვენს ევროატლანტიკურ მეგობრებთან ერთად შევეცდებით ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ იმაზე თუ როგორი იქნება სამყარო ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც უკრაინა აუცილებლად მოიგებს ამ ომს, სად იქნება საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ასევე, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაშია და ვგულისხმობ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორ შევძლებთ დარჩენას იმ ევროატლანტიკურ ორბიტაზე, სადაც ჩვენი ნამდვილი ადგილი და ოჯახია.

რაც შეეხება უმრავლესობის წარმომადგენლებს, მმართველი პარტიის წევრები დაპატიჟებულები იყვნენ, სამწუხაროდ, გასული წლის მსგავსად გადაწყვიტეს წელსაც არ დასწრებოდნენ, ეს მათი არჩევანია. ყველა ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და მისი ევროატლანტიკური მომავალი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით, დღეს ყველანი აქ არიან. ჩემი პირადი აზრია, მათი მიზანი არაა საქართველო იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ ამის ხელის შეშლისთვის", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის