ჰერმან საბო - ტექნიკურად შეუძლებელი მგონია იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე მივიდეს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოშიც ამ საკითხის მოგება

ტექნიკურად შეუძლებელი მგონია იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე მივიდეს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოშიც ამ საკითხის მოგება, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერმან საბოსთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რადგან მისი აზრით, ხელისუფლება ვერაფერს ხელჩასაჭიდს ამ პროცესში ვერ მიიღებს.

„ის იდეა, რომ შეიძლება ამ იმპიჩმენტის თემის წამოჭრით „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალურ მოძრაობას“ სავაჭრო კარტი აჩუქა პრეზიდენტთან, ჯერ სანდრო რაქვიაშვილმა გააჟღერა პირველმა, თუმცა, მე ამ იდეის რეალურობის ნაკლებად მჯერა, რადგან ტექნიკურად როგორ მოახერხებს ქალბატონი პრეზიდენტი მიშას შეწყალებას, თუ მისი საქმეები არ დასრულებულა?! მეორეც, ქალბატონ პრეზიდენტს იმდენად კარგი მედია აქვს ახლა დასავლეთში, იმდენად კარგი წარმოდგენაა მასზე დასავლეთში, რომ მგონი „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდება მის იმპიჩმენტზე სერიოზულად საუბარი ისე, რომ დასავლეთში თავისი იმიჯი არ დააზიანოს. თითქმის გამოვრიცხავ იმას, რომ პრეზიდენტთან მიმართებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ ასეთი ვაჭრობა იყოს. მგონია, მთელი ეს ამბავი აწეული არის იმისთვის, რომ თითქოს კონტროლირებადი მედია გარემო შეიქმნას, იმ თემაზე იყოს საუბარი, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. უბრალოდ, სხვა ახსნას ფიზიკურად ვერ ვუძებნი იმიტომ, რომ ტექნიკურად შეუძლებელი მგონია იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე მივიდეს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოშიც ამ საკითხის მოგება. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაავალო, რომ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანოს. რეალურად, ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროცესი, რადგან ვერაფერს ხელჩასაჭიდს ის ამ პროცესში ვერ მიიღებს, ვერც ოპოზიციაში ნახავს საკმარის ხმებს, რათა იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს“,-განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატს გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას კი - 100 ხმა სჭირდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა