„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განაცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებისთვის 100 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდება.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ 100 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდება, რომ იმპიჩმენტი შედგეს, ამას სჭირდება ყველა ოპოზიციური ჯგუფიდან წარმომადგენელი, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური ჯგუფები ამას მხარს არ დაუჭერენ. ამასთან, ვფიქრობ, რომ მკაფიოდ გამოჩნდება ვინ ასრულებს რუსეთის დავალებას და ვინ შეემატება იმ 76 რუსი დეპუტატის რიგებს, რომლებმაც ხმა მისცეს მაშინ რუსულ კანონს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს შედგეს, თუმცა შემდგარი ფაქტია სამწუხაროდ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ეს ფაქტი საქართველოს არ წაადგება და იქნება კიდევ ერთი დამაზიანებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.