შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება, ხალხისგან ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მთავრობას

ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება. ქართველი ხალხისგან ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი ძალა, ერთადერთ კურსს ახორციელებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანა.

„პრეზიდენტს აქვს სხვა უფლებამოსილებები და არა ის პოლიტიკური უფლებამოსილებები, რომელიც აქვს ხალხისგან მინიჭებული ხელისუფლებას. ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება. ქართველი ხალხისგან ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს მთავრობას, ამიტომ, ყველა ის, ვინც ამ პირობას არღვევს, არღვევს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა და ასევე, სხვა საჯარო გამოსვლებშიც ის აცხადებს, რომ შარშან, საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა და საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ როგორც მან განაცხადა, რეკომენდაციების შესრულებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და სინამდვილეში ეს რეკომენდაციები არ სრულდება. რა თქმა უნდა, ასეთი სახის წარმომადგენლობა ქართველი ხალხის გარეთ, ვნებს ჩვენ ევროპული ინტეგრაციის ინტერესებს, თუკი მისი პოზიცია იქნება ისეთი, როგორიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. ისინიც ხომ ასე ამბობენ, რომ მათ კანდიდატის სტატუსი სურთ. ვეკითხები, როგორ ლობირებენ ამ სტატუსს, გვპასუხობენ, რომ ჩადიან და ეუბნებიან ევროპელ თუ სხვა კოლეგებს, რომ საქართველოს სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები არ იმსახურებს ამ კანდიდატის სტატუსს და არის ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, რაც აბსოლუტურად არასერიოზული დამოკიდებულება და მავნებლობაა. სწორედ ეს არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, ვინაიდან ყველა, ვინც ამბობს, რომ სტატუსს იმსახურებს ხალხი და არა სახელმწიფო ის, არის საბოტაჟში სწორედ ამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან“-განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა