ლინას ლინკევიჩუსი - ვისურვებდი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში იყოს - როდესაც რომელიმე კლუბის წევრი გინდა გახდე, მისი წესები უნდა დაიცვა

არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი. არის შანსი, რომ წლის ბოლომდე, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც გაჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი, ერთთან დაკავშირებით პროგრესი საერთოდ არ მომხდარა, სხვებთან დაკავშირებით არის მცირე პროგრესი. ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით, თუკი საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, 12 პრიორიტეტს, შესაძლოა, პუნქტები დაემატოს.

„არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც გაჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, არა მიღწევებისთვის, არა პროგრესის გამო, არამედ იმის გამო, რომ შევინარჩუნოთ ასპარეზზე და არ დავკარგოთ, მაგრამ თუ ეს მოხდება, ამ 12 პუნქტს დაემატება მეტი პუნქტი, რომელიც ჯერ არ არის განხორციელებული“, - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა.

ამასთან, მისი თქმით, ისურვებდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს.

„ვისურვებდი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში იყოს, რაც ასევე არ ხდება. თუ გინდა იყო კლუბის წევრი, უნდა დაიცვას კლუბის წესები, რა კლუბზეც არ უნდა იყოს საუბარი. იქნება ეს საჭადრაკო კლუბი, თუ ევროკავშირი. არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა,“ - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს შეკითხვა დაუსვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა.

„იმპიჩმენტის პროცესი, იქნება ეს საქართველოში თუ შეერთებულ შტატებში, საშინაო საქმეა. რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, მოდით, შევხედოთ პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა საკმარისად - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს საშინაო საქმეა და არ ვაპირებ ჩარევას, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ის, რაც ვიცი, არის, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ თანმიმდევრული იყო ევროინტეგრაციის პროცესის დაცვის საქმეში, უთითებდა ხარვეზებზე და პრობლემებზე, რაც, ჩემი აზრით, ღირსეული მიდგომაა და ამ პროცესისთვის საზიანოდ არ მიმაჩნია“, - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება