გიგა ბოკერია - ხელისუფლება, რომელიც პაპზე უფრო კათოლიკე უნდა იყოს და მორალურად და პრაგმატულად უნდა ეწეოდეს კამპანიას დასავლურ ქვეყნებში, ამის ნაცვლად დაკავებულია იმპიჩმენტით

ხელისუფლება, რომელიც პაპზე უფრო კათოლიკე უნდა იყოს და მთავარი გზავნილი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს და მორალურად და პრაგმატულად უნდა ეწეოდეს კამპანიას დასავლურ ქვეყნებში, ამის ნაცვლად დაკავებულია იმპიჩმენტით და ესეც საკმარისი განაჩენია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დიდი კონსენსუსი შეიკრას ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთისგან იზოლაცია ზრდის რუსული აგრესიის საფრთხეს ჩვენს წინააღმდეგ.

„ჩემთვის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, რომელიც ასეთ კონფერენციაზე, რომლის დროსაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა უნდა მოხდეს, რაიმე საბაბით არ იღებს მონაწილეობას, ჩემთვის არის განაჩენი და დიაგნოზი ჩვენი ეროვნული ინტერესების პოლიტიკური ღალატის. აქ ჩემი და ნებისმიერი სხვა პერსონა არის მეასეხარისხოვანი. ხელისუფლებაში როცა ხარ, დასავლური პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელს უნდა ემუშავებოდე შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ამის ნაცვლად ეს ხალხი პოულობს აბსურდულ საბაბს საქართველოს იზოლაციისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი იზოლაცია დასავლეთისგან არის პირდაპირპროპორციულად გამზრდელი რუსული აგრესიის საფრთხის ჩვენს წინააღმდეგ, ანუ სრულიად საპირისპირო ეფექტს აღწევს, ვიდრე რასაც მათი პროპაგანდა ეუბნება ხალხს, რომ ჩვენ თქვენს უსაფრთხოებას ვიცავთო. რეალურად დასავლეთისგან იზოლაცია და რუსეთის პირისპირ მარტო დატოვებით იზრდება საფრთხე და ამას აკეთებს ყველა ეს ივანიშვილის სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნი, ვითარების აბსურდული ინტერპრეტაციით. როგორ შეიძლება არ გინდოდეს გამოიყენო ის ტრიბუნა და პოლიტიკური კლასი, რომელიც აქ არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის?! ეს ხომ აბსურდია.

ხელისუფლება, რომელიც პაპზე უფრო კათოლიკე უნდა იყოს და მთავარი გზავნილი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს და მორალურად და პრაგმატულად კამპანიას უნდა ეწეოდეს დასავლურ ქვეყნებში, ამის ნაცვლად დაკავებულია იმპიჩმენტით და ესეც საკმარისი განაჩენია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დიდი კონსენსუსი შეიკრას ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო