თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!

ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით! - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩვენი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ბინძურ თამაშებში შევყვებით, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავამ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს "ცირკი" უწოდა და როგორც აღნიშნა, მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაა.

„ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს - არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილის თამაშს მხარს არ დაუჭერს. ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და მეორეს მხრივ, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როდესაც იწყებს ცირკს, რასაც იმპიჩმენტს ეძახის", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"ქართული ოცნების" უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას იწყებს. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, რასაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის