ზურაბ ბატიაშვილი - უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი შეიარაღება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს

უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რაც შეიძლება მეტი შეიარაღება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინამ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელოს დაწყებული კონტრშეტევა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცვლილება შეაფასა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, 2024 წელს, რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის სრული გამარჯვებით დასრულება.

„რეალურად რაც დავინახეთ არის ის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა ახალი ძალა შემატოს კონტრშეტევას, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც რეალურად წარმატებულია. შეიძლება ვინმეს ეჩვენებოდეს, რომ პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ ის შეიარაღება, რაც უკრაინას გააჩნია, დღეს იძლევა ამის საშუალებას. მომავალში კი შეიარაღების მიწოდება გაიზრდება და ახალი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სწორედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი შეიარაღება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინამ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელოს დაწყებული კონტრშეტევა, რომელიც დიდი ალბათობით 2024 წელსაც გადავა. 2024 წელი დიდი ალბათობით, იქნება ამ ომის დასასრული და ეს ომი დასრულება უკრაინის სრული გამარჯვებით ანუ, უკრაინის მთავარი მიზანი 1991 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა იქნება და ამ მიზნის შესრულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი როლი იქნება სწორედ თავდაცვის ახალ მინისტრის, რომელიც პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი უფრო მეტი შეიარაღების მიღებაზე საერთაშორისო არენიდან,“ - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რეზნიკოვს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი შეცვლის. თავის მხრივ, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მისი განცხადება მიიღოს.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა