უკრაინაში ევროკავშირის ყოფილი ელჩი - საქართველოს 12 რეკომენდაცია არ შეუსრულებია

გასული წლის ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას თან ახლდა 12 რეკომენდაცია და თუკი თვალს გადავავლებთ ამ 12 პირობას, ნათელია, რომ საქართველოს ეს პირობები არ შეუსრულებია, - ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, ჰიუგ მინგარელიმ განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს წელს.

მისი თქმით, არსებობს ტექნიკური მსჯელობა, მაგრამ ასევე არსებობს პოლიტიკური შეშფოთება.

„ამჟამინდელმა მთავრობამ ბოლო წლებში მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც სწორი მიმართულებით სულაც არ მიდის. მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს ტექნიკური მსჯელობა, მაგრამ ასევე არსებობს პოლიტიკური შეშფოთება. უნდა დავფიქრდეთ გადაწყვეტილების შედეგებზე საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, საქართველოს გაშვების შედეგებზე. არის ეს საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება უფრო მეტად არ დააჩქარებს პუტინის რეჟიმისკენ თავის სწრაფვას? კითხვის ნიშანი“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება