პრემიერი - იმის გამო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ბიუჯეტის კორექტირებაც მოგვიწევს - მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას, ამიტომ, ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით მივმართავთ

იმის გამო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ბიუჯეტის კორექტირებაც მოგვიწევს. მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას, ამიტომ, ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით მივმართავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

„ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა 2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, პროექტები. მსხვილი პროექტების დაწყება არის დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა დავიწყოთ. დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა გვინდა, რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ, როგორიც არის ხუდონის, ასევე ნამოხვანზე მიდის მუშაობა. ნენსკრაზე ჩვენ ბოლოში გავედით და უკვე მემორანდუმი გაფორმებულია. ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 წელს, ადგილზე სამუშაოები განახლდება, ეს არის ჩვენი გეგმა. ამას სჭირდება მშვიდობისა და სტაბილობის შენარჩუნება, რასაც მეტი კეთილდღეობა მოაქვს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება