საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც ქეთევან დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

კომიტეტმა წარმოდგენილ დასკვნას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს