პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ახალი წესი 2023 წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.
„დღეს დავამტკიცე პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი, რომელიც ადგენს:
პარლამენტის სასახლეში შესასვლელი საშვის დაშვებისა და სასახლეში შესვლის პირობებს,
პარლამენტის სხდომათა დარბაზის სივრცეებს,
პარლამენტის სასახლის ვიზიტორთა ქცევის წესს და მისი დარღვევის შედეგებს,
მოსალოდნელი საფრთხის მიხედვით უსაფრთხოების სხვადასხვა დონეს.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ" წესი 2023 წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება“, - აცხადებს პაპუაშვილი.