ბექა ლილუაშვილი - სიმართლის დადგენის გზააა, ყველა საკითხი, რომელიც შოვის ტრაგედიას უკავშირდება, პოლიტიკური ინტერესისგან დაიცალოს, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ მოცემულობაში მხარს არ დავუჭერთ

სიმართლის დადგენის ერთადერთი გზა არის, ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება შოვის ტრაგედიას, დაიცალოს პოლიტიკური ინტერესისგან, ამიტომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მხარს არ დავუჭერთ, - ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

ლილუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მავნებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არასწორია საკითხის განხილვაზე დაყენება, რადგან ამით „ქართულ ოცნებას“ ეძლევა შესაძლებლობა, კომისიის საკითხი კენჭსაყრელად არასდროს აღარ გამოიტანოს.

ლილუაშვილი აცხადებს, რომ სწორი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ დალოდებოდა ისეთ მდგომარეობას, როცა ყველა იქნებოდა დარბაზში და გაემართა კონსულტაციები“.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, რომ ადამიანების სიცოცხლე ვერასდროს გახდება ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. ერთადერთი ინტერესი იყო და არის სიმართლის დადგენა, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და მომავალში მსგავსი უბედურების აცილება. ამიტომ ჩვენ მივმართეთ არაერთი კითხვით პარლამენტიდან ღარიბაშვილს და მივმართეთ პროკურატურას, რომ შეეცვალა და სწორი მიმართულებით წაეყვანა გამოძიება. დღეს არც ერთ კითხვაზე ღარიბაშვილს პასუხი არ გაუცია და ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა აღარ არის აღმატებული ღირებულება და ძალაუფლების შენარჩუნება გახდა ამაზე მაღალი ფასეულობა. პროკურატურამ რომ გააგრძელა კვლავ თავისივე დადგენილ ჩარჩოში გამოძიების მსვლელობა, ეს მეტყველებს, რომ ეს გამოძიება მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება და ამის მიზანია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ „ნაცმოძრაობას“ სწორი პოზიციონირება გაეკეთებინა საგამოძიებო კომისიასთან მიმართებით, მოვუწოდეთ, არ მიხმარებოდნენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში, მაგრამ მათ ჯერ ერთი თვით ადრე რიგგარეშე სესიის მოთხოვნის გარეშე დააინიცირეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და ახლაც, როცა იციან, რომ ამ კვირაში პარლამენტში ოპოზიციური დეპუტატების რაოდენობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას, ახდენენ ამ საკითხის განხილვაზე დაყენების მოთხოვნას. ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება იგივე, რაც მოხდა სასამართლოების კომისიის დროს. თუ განხილვა და კენჭისყრა ერთმანეთისგან დაშორდა, ეს ნიშნავს, რომ საკითხი შეიძლება განიხილო, მაგრამ კენჭსაყრელ საკითხებში „ქართულმა ოცნებამ“ ის აღარასდროს შეიტანოს. ამიტომ ამით მოხდება კომისიის საკითხის დისკრედიტაცია, ამიტომ სიმართლის დადგენა, მათ შორის კომისიის გამოყენებით, ვერასდროს მოხდება. ეს არის ან მიზანმიმართული მავნებლობა ამ პოლიტიკურად მიზანშეუწონელი ნაბიჯი. ჩვენ ვერ შევუწყობთ ხელს, რომ ეს საკითხი რომელიმე პარტიამ, მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ რაღაც საკითხების გადასაფარად გამოიყენოს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, სიმართლე უნდა დადგინდეს, ამის ერთადერთი გზა არის ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება შოვის ტრაგედიას, დაიცალოს პოლიტიკური ინტერესისგან, ამიტომ ამ მოცემულობაში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მხარს არ დავუჭერთ და ყველა ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მდგენელისგან ეს საკითხი დაიცალოს და ჩვენ ამას მივაღწევთ,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შეტანას მოითხოვენ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის