ლევან დავითაშვილი - ჯოზეფ ბორელის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რომელიც   რეკომენდაციების შესრულების კუთხით, შესაძლოა, ევროკომისიას ჰქონდეს

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ უპასუხონ ყველა კითხვას, რომელიც შესაძლოა რეკომენდაციების შესრულების კუთხით ევროკომისიას ჰქონდეს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმ დისკუსიებისა და სპეკულაციებისა, რაც 12 რეკომენდაციის შესრულების ან ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე მიმდინარეობს, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს აქვს ყველაზე მეტი შედეგი, ვიდრე ოდესმე ჰქონია.

„პრემიერმა ჩამოთვალა ის მიღწევები, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დაწყებული უვიზო რეჟიმით დასრულებული და ბოლოს, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანამ შარშან მიიღო. ყველა უწყება კოორდინირებულად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ამ სპეკულაციების მიუხედავად ჩვენ შევასრულოთ ჩვენი სამუშაო ნაწილი, შესაბამისად, ეს დაფასდეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და საქართველომ მიიღოს დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი უკვე მიმდინარე წელს. ჩვენ ოქტომბრის თვეში ველოდებით ბატონი ბორელის ვიზიტს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ევროკომისიასთან და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ უშუალოდ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით მას დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს, ასევე, ჩვენ ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, რაც შეიძლება ევროკომისიას და ბატონ ბორელს გააჩნდეს რეკომენდაციების შესრულების კუთხით და ასევე ვიმსჯელოთ უფრო მეტზე, პერსპექტივაზე, უკვე როგორი იქნება ევროკომისიის გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ძირითადი ანგარიშები ჩვენ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ევროპელ კოლეგებს უკვე გავუზიარეთ. დღესაც, რამდენიმე წუთში გვაქვს პრემიერის ხელმძღვანელობით კომისია ევროინტეგრაციის შესახებ. ეს კომისია რეგულარულად ტარდება, სადაც ხდება მიმდინარე საკითხების პრემიერის დონეზე განხილვა, რა შესრულდა, რა არ შესრულდა და რა დონეზე შესრულდა სხვადასხვა უწყების მხრიდან. ეს არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაცია, იცით, რომ ასოცირებით გათვალისწინებული ჩვენი დღის წესრიგი ბევრად უფრო მეტია და გადაწყვეტილებას როცა იღებს ევროპული კომისია და საბოლოოდ წარუდგენს ევროპულ საბჭოს, ითვალისწინებს არამხოლოდ 12 რეკომენდაციას, არამედ ძალიან ბევრ საკითხს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა