ივანიშვილს თავისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ მიეცა ანტიდასავლური კამპანიის წამოწყების შანსი, ხელიდან შანსს არ უშვებს თავს დაესხას დასავლეთს, მის ღირებულებებს, მათ [ქართულ ოცნებას] არ უყვართ დასავლური ღირებულებები, დასავლური უყვართ მხოლოდ ევრო და დოლარები , - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცორიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის გზავნილი რუსეთისთვის და ამავდროულად, ცდილობენ, სტატუსის მიღების პროცესი დაბლოკონ.
"როცა წინასწარ იციან, რომ ნული პროცენტია იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანის, "ქართულ ოცნებას" და მის სატელიტებს არ აქვთ საკმარისი ხმა და მაინც ამას იწყებენ, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება მაშინ, როცა დღის წესრიგში დგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. ამას შეგნებულად აკეთებენ. ერთი მხრივ, ივანიშვილი რუსეთს პირდაპირ უგზავნის მესიჯს, რომ ანტიდასავლურ კამპანიას იწყებს და ამისთვის იყენებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის თემას, თანაც იმისთვის, რომ ზურაბიშვილი ხვდება დასავლელ ლიდერებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ანტიდასავლური და ანტიკონსტიტუციური ქმედება, სადაც შავით თეთრით წერია, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და თითოეული სახელმწიფო ჩინოვნიკი ამისთვის უნდა აკეთებდეს ყველაფერს. ასე რომ, ივანიშვილს თავის მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ანტიდასავლური კამპანიის წამოწყების, ხელიდან შანსს არ უშვებს, არ უშვებს არც ერთ შესაძლებლობას, თავს დაესხას დასავლეთს, მის ღირებულებებს, მათ არ უყვართ დასავლური ღირებულებები, დასავლური უყვართ მხოლოდ ევრო და დოლარები, ამაში გაგიხარიათ - კარგად ისწრაფვიან სიმდიდრის დასაგროვებლად . აქ [პარლამენტში] 30- მდე მილიონერი რომ არის, დასავლეთში აქვთ სახლები და დასავლური სიკეთეებით ტკბებიან, ოღონდ ეს სიკეთეები უნდათ მათთვის და არა ხალხისთვის, რადგან ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით სტატუსის მიღების პროცესს ბლოკავენ", - განაცხადა გოცირიძემ.