პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად, მეორე ტურში გადასული კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში კვლავ ასახულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ოთხი კანდიდატის - რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ლევან ნემსაძის და ნინო ნიშნიანიძის არჩევის საკითხი.
„იცით, რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. გავიდა 5 თვე, რაც ეს კანდიდატურები დასახელდნენ და გასაუბრებებიც იყო. ამ ხუთი თვის მანძილზე ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით, პირადად მე არ მომისმენია რამე უარყოფითი აზრი. ამიტომ, გთხოვთ შეხედოთ ამ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად და შეძლებისდაგვარად, იქნებ შევძლოთ არამოსამართლე წევრების არჩევა“, - განაცხადa პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.