სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გეღარქუნიქის პროვინციის მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გეღარქუნიქის პროვინციის მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„1-ელ სექტემბერს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის რესპუბლიკის გეღარქუნიქის პროვინციის სოთქისა და ნორაბაკის რაიონებში მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სომხურ მხარეს 4 მსხვერპლი და 1 დაჭრილი ჰყავს. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გამოიყენეს ნაღმსატყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები.

ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკამ არაერთხელ გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანი, წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების განხორციელების მიზნით, მიზანმიმართულად და სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციას.

სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ხელმყოფი ქმედებები, რომლებსაც თან ახლავთ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიებისადმი ამბიციების შესახებ აზერბაიჯანული მხარის სხვადასხვა დონეზე, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო მედიის მიერ რეგულარულად გაკეთებული განცხადებები და მეომარი რიტორიკა, წარმოადგენს ბაქოს ძალის გამოყენებით და ძალის მუქარის გზით არსებული პრობლემების გადაჭრის, საკუთარი ნების დაკისრების აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას.

ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების მოხსნის დამისამართებული მოწოდებისა და მზარდი ზეწოლის ფონზე, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული ეს პროვოკაცია, ასევე, მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილებას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ასეთ აგრესიულ ქცევას, რომელსაც თან ახლავს მთიან ყარაბაღში მცხოვრები ხალხის ფაქტობრივად ალყის შემორტყმა ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის გზით, რომელიც 8 თვეზე მეტია გრძელდება და შეუძლია სერიოზულად შეაფერხოს რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მცდელობებს. სომხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან გაყვანილი უნდა იქნეს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და რეგიონში რეალური სტაბილურობით დაინტერესებულ აქტორებს გამოიყენონ არსებული მექანიზმები და აქტიური და მკაფიო ნაბიჯებით შეაკავონ აზერბაიჯანის ქცევაში ყოველდღიურად მზარდი მაქსიმალიზმი, სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და აზერბაიჯანის კონსტრუქციულ ველზე დაბრუნების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში. https://www.facebook.com/ArmEmbGeorgia/posts/pfbid02NEmxxbbFdDjJN1thaWJ2R1Lo8FKUKV7s1DJHwfBd1gVPerSo4q57ZsrkiDYvZ7dCl.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს