პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს

პარლამენტი დღევანდელ, 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის - დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს.

ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს