დავით უსუფაშვილი - იმპიჩმენტის პროცედურა არის „ოცნების“ სასოწარკვეთილი მცდელობა, საკუთარი კბილები თუ ბრჭყალები დაანახოს არა ზურაბიშვილს, არამედ საკუთარ მომხრეებს - რა ყოჩაღები არიან

ეს [პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა] არის „ოცნების“ სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ საკუთარი კბილები თუ ბრჭყალები დაანახოს არა ზურაბიშვილს, არამედ საკუთარ მომხრეებს - დაანახოს რა ყოჩაღები არიან, რომ ამაზეც კი მიდიან, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთანავე, დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ იმპიჩმენტის საკითხი არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

„უგუნურები არიან, თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაუდასტურებს იმას, რაც უნდათ იმიტომ, რომ იქ ჰყავთ გარკვეული ხალხი, რომლებიც ამას ჩაიდენენ და დღემდე ჩაუდენიათ. რომელ სასამართლოზე ვსაუბრობთ იცით?! - 8 წელი საქმეზე რომ არიან შესული ე.წ. სათათბირო ოთახში და 8 წელია გადაწყვეტილება არ გამოაქვთ იმიტომ, რომ 8 წელია ამაზე გადაწყვეტილების გამოცხადებას უკრძალავენ.

მაგრამ, მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ იმპიჩმენტის საკითხი არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი, გადამწყვეტია პარლამენტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ახლა ყველაზე ბედნიერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რადგან ხელისუფლებამ უნებლიედ კარგი საქმე გაუკეთა და ბოლოდროინდელი მოქმედებებით „ჩამობანა ყველაფერი თუკი რამე არასწორად გააკეთა“.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათამდე, 6 სექტემბრამდე დასრულდება და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარედგინება. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს, რის შემდეგ დოკუმენტებს შესაბამისი დასკვნისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის