ირაკლი კობახიძე - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარლამენტში ოპოზიციიდან გვყავს რაჭველი დეპუტატები, შოვში არცერთი მათგანი არ ჩასულა, არავითარი ინტერესი, არავითარი სიყვარული - არაფერი

თუ მათ ჰქონდათ რეალური ინტერესი, მიეღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია შოვში სტიქიის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, სულ მცირე, თვითონ უნდა ჩასულიყვნენ სტიქიის შემდეგ ადგილზე, თუმცა ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ, საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა, არც რაჭა და ა.შ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე, რომ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამოძიების მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ მათ რეალურად სურდათ მიეღოთ ინფორმაცია, რა ხდებოდა შოვში, ადგილზე უნდა ჩასულიყვნენ.

„რაც შეეხება თვითონ შოვში ჩასვლის თემას, რაზეც დღეს ჩვენი კოლეგები საუბრობენ, ვინც შოვში ნამყოფია სტიქიის შემდეგ, ყველა დამეთანხმება, რომ როდესაც ადგილზე ეცნობი ვითარებას აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა გექმნება მთლიანად, ყველაფერთან დაკავშირებით. თუ მათ ჰქონდათ რეალური ინტერესი იმის შესახებ, რომ მიეღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია შოვში სტიქიის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, სულ მცირე, თვითონ უნდა ჩასულიყვნენ სტიქიის შემდეგ ადგილზე, თუმცა ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ, საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა, არც რაჭა და ა.შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პარლამენტში ოპოზიციიდან გვყავს რაჭველი დეპუტატები, შოვში არცერთი მათგანი არ ჩასულა, არავითარი ინტერესი, არავითარი სიყვარული - არაფერი. ამას რომ თავი დავანებოთ, მერე ის მაინც ხომ უნდა გქონდეს სათქმელად, რომ ჩავედი, ადგილზეც ვნახე და ამიტომ, ასე მგონია. ესეც კი არ გააკეთეს. რატომ? ყველაფერი თავადაც იცოდნენ, რა მოხდა იქ სინამდვილეში, ამიტომ ადგილზე ჩასვლასაც მაქსიმალურად გაურბოდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით არ ენახათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეკულაციებისთვის საფუძველი გამოეცლებოდათ. სწორედ ამიტომ არ ჩავიდნენ შოვში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს შოვის ტრაგედიის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას.

„იცით, რომ ორ კვირაში პარლამენტში მობრძანდება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ოპოზიციას მათ სამარცხვინო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას მინისტრთან ერთად ჩვენგანაც გაეცემა საკადრისი პასუხი იმ სამარცხვინო სიყალბეზე, რომელიც შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ყველაფერზე ქულების დაწერა, უბრალოდ, არ შეიძლება", - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის