ირაკლი კობახიძე საერთაშორისო კონფერენციაზე „პუტინიზმის დამარცხება“ - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი მეგობრების ორგანიზებით არის ჩატარებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო თბილისში საერთაშორისო კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“. მისი შეფასებით, ეს კონფერენცია „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი მეგობრების ორგანიზებით არის ჩატარებული".

„შეიძლება ერთი-ორი დამოუკიდებელი ექსპერტიც იყო მიწვეული, ვინც არ იცოდა ამ კონფერენციის არსი, თუმცა, ეს არის არსებითად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი მეგობრებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, კონფერენციაში მონაწილეობენ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავის დროზე, პოლიტიკაში ჩაერთნენ.

„რუსულ დეზინფორმაციაზეც იყო კონფერენციაზე საუბარი. მაგალითად, რუსეთი რას ამბობს უკრაინასთან დაკავშირებით, რომ სხვა არის უკრაინელი ხალხი და სხვა არის უკრაინის ხელისუფლება. სწორედ ამას იმეორებენ მდიდარი „ენჯეოები“ საქართველოსთან დაკავშირებით, როცა ამბობენ, რომ ცალკეა ხელისუფლება და ცალკეა ხალხი. საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელიც სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს გამოხატავს, რაც არა მხოლოდ ბოლო არჩევნებითაც დასტურდება, არამედ დღევანდელი კვლევებითაც. მოსახლეობის უმრავლესობა არჩეულ ხელისუფლებას მხარს უჭერს. შესაბამისად, ეს გამიჯვნა არის სწორედ იმ ტიპის დეზინფორმაცია, რაზეც თვითონ ასე ფარისევლურად საუბრობენ. ესენი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“. არ არიან სამოქალაქო საზოგადოება. მათ არ აქვთ უფლება, ისაუბრონ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, ესენი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი სხვა „ენჯეოებს“ შორის არის ეს. გახსოვთ, რომ ისინი თავის დროზე პირდაპირ შევიდნენ პოლიტიკაში, აყალბებდნენ პარალელური ხმის დათვლას, დადეს ყალბი დასკვნა არჩევნების შემდეგ“,-განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციასთან ასოცირდებიან.

„ისინი მონაწილეობდნენ იმ სიყალბეში, რომელზეც რადიკალურმა ოპოზიციამ თავის დროზე თავისი რევოლუციური კამპანია ააგო. მოგვიანებით, ეს მდიდარი „ენჯეოები“ თავადვე დადგნენ სცენაზე და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. ისინი საერთოდ არ მიჯნავენ საკუთარ თავს რადიკალური ოპოზიციისგან, კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“, რაც საზოგადოებისთვის ცხადია“,-განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა