ლევან ხაბეიშვილი - კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოეყენებინა - გამოუშვას პრეზიდენტი სააკაშვილი, გაათავისუფლოს!

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ გარდა, არავის აინტერესებს.

„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოეყენებინა. თუ ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კონსტიტუციითაა გარანტირებული ჩვენი ევროპული გზა. გამოუშვას პრეზიდენტი სააკაშვილი, გაათავისუფლოს იმიტომ, რომ ეს შემაფერხებელია ჩვენთვის! ეს კარგად ვიცით, თუმცა, „რუსულ პარტიას“ არ აინტერესებს. ვწუხვარ, რომ ხალხზე ზრუნვისა და ფიქრის გარდა, აბსოლუტურად ყველაფერი მოვისმინე „რუსული პარტიისგან“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემით ხელისუფლება შოვში მომხდარი ტრაგედიის თემის გადაფარვას შეეცადა.

„ნაცვლად იმისა, რომ ამ თემაზე პასუხი გასცეთ საზოგადოებას, შემოაგდეთ თემა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, რომელიც თქვენს გარდა არავის აინტერესებს. თქვენ თვითონ მოიგონეთ, კითხვასაც თქვენ სვამთ, პასუხებსაც თქვენ იძლევით, მერე ბატონი მდინარაძე ბრიფინგებს ატარებს, 100 კაცი არ გვყავსო. არ გვაინტერესებს, ბატონებო, რამდენი კაცი გჭირდებათ, რამდენი გეყოფათ. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ქართველ ხალხს აინტერესებს. შოვში, რომ მკვლელობა ჩაიდინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებმა, ვინც თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა, ეს აინტერესებს ხალხს. თქვენ ამაზე საუბრის ნაცვლად, მუდმივად გადაგაქვთ ყურადღება სხვა თემებზე, რომელიც ხალხს არ აინტერესებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს