ანა წითლიძე უმრავლესობას - მაშინ როცა ქვეყანაში ყველაფერი გაძვირებულია და მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაძვირებულია და საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ საკუთარი შვილები არჩინონ, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ერთი შედეგი აქვს და ეს საქართველოს ევროპული არჩევანის ზიანია.

„მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაძვირებულია და საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ საკუთარი შვილები არჩინონ, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია. ძალიან კარგად იცით, რომ ეს სპექტაკლი არაფრის მომტანი არ არის არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც აქ, პროცედურულად. ძალიან კარგად იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ ერთი შედეგი და ამ შედეგს ჰქვია საქართველოს ევროპული არჩევანის ზიანი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს იქნება ბოლო წელი თქვენთვის, როდესაც თქვენ პასუხისმგებლობის აღება ამ ყველაფერზე არ მოგიწევთ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება