გუშინდელი კონფერენცია და ის პლატფორმა, რაც არის, შეიძლება შეფასდეს როგორც ქარის წისქვილებთან ბრძოლა - თავის გამოგონილ პრობლემას ებრძვიან, შუაგულ თბილისში ებრძვიან პუტინიზმს, რადგან "ქართული ოცნებაა" პუტინისტი მათი პროპაგანდის თანახმად, - ასე აფასებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, კონფერენციაზე ფაშისტურ და "მიშისტურ იდეოლოგიას" ასაზრდოებენ.
„მოგონილ პრობლემას ებრძვიან შუაგულ თბილისში და ამ დროს რეალური რაც არსებობს იმას თვითონ ახორციელებენ, ფაშისტურ იდეოლოგიას ასაზრდოებენ, "მიშისტურ" იდეოლოგიას ასაზრდოებენ, რაც პრობლემაა. ამ დროს საქართველოს მოქალაქე დგას და ფიქრობს, რომ ვერსად ნახა რეალურად პუტინიზმი. მოგონილ პრობლემას ებრძვიან ისინი, ვინც ფაშიზმს კვებავენ. როცა საქართველოს მოქალაქე ისმენს "მიშისტებისგან" და "ფაშისტებისგან", რომ ისინი არიან პროდასავლელები, არ შეიძლება ამაზე დამაზიანებელი რაიმე იყოს დასავლეთზე წარმოდგენასთან მიმართებით. ვინ გვევლინება მთავარ მედასავლეთედ - ადამიანები, ვინც კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.