ნინო წილოსანი ოპოზიციას - თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ?!

სამწუხაროდ, ეს სეზონი რთული კლიმატური პირობებით ხასიათდება და ამჯერად ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო კულტურები და დიდწილად ვენახები სერიოზულად დააზიანა. სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძენი 1 კგ 0.90 ლარად მიიღოს. ამავდროულად, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს, რათა დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფერმერებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო აგრო დაზღვევის პროგრამაში, ზარალი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.

„2023 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, ვაზის დაზღვევით 4,809 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაზღვეულია 8,391.40 ჰა. ჯამურად, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 7,187,530 ლარს შეადგინა. ამიტომ, მინდა, ეს ტრიბუნაც გამოვიყენო და მოვუწოდო მევენახე ფერმერებს, რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ აგროდაზღვევის პროგრამა. მითუმეტეს, რომ დაზღვევაში თანამონაწილეობის ხარჯი, მნიშვნელოვნად მცირეა მოსავლის განადგურებით დამდგარ ზარალთან შედარებით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებების, სტიქიური მოვლენებისა და მისი სავალალო შედეგების, რეგიონში მიმდინარე გამოწვევების და სხვა სირთულეების მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით.

„თუ ათი წლის წინ მევენახეებთან სეზონზე 35 მილიონი ლარი შედიოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 270 მილიონი ლარი იყო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, ოპონენტები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

„სრული დეზინფორმაცია, სტიქიებზე და უბედურებებზე მონადირე, დაგეშილი ადამიანების ზეიმი, როცა რამე განსაცდელი გამოუჩნდება ჩვენს ხალხს და იგივე მოხდა ახლაც, ალბათ, ამ ბოლო დღეებშიც, ბევრჯერ ნახავდით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აღშფოთებულს და ანერვიულებულს, თითქოს კახელ გლეხებზე რომ დარდობენ, მაგრამ ვითომ თავის საქმეს, რაც მათ ევალებათ, საერთოდ ასრულებენ კი?! ეს ადამიანები, თითქოს იმიტომ აირჩია საკუთარმა ამომრჩეველმა, რომ მათი წარმომადგენელი ყოფილიყვნენ პარლამენტში და მნიშვნელოვან პროცესებში ღირებული მონაწილეობა გაეწიათ, თუმცა რამდენჯერ დაესწრნენ მაგალითად, აგრარული კომიტეტის სხდომებს, სადაც ზუსტად ის საქმე უნდა გააკეთონ, რაზეც ისინი შემდგომში ქუჩიდან და ტელევიზიებიდან გაჰყვირიან და ნერვიულობენ. ვისურვებდი ოპოზიციის პასუხისმგებლობა მაშინ გამოიყენოთ, როცა ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქ, პარლამენტში ვმსჯელობთ. თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ?!“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო გურჯაანში მერის შუალედურ არჩევნებში, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მცირედი მხარდაჭერაც არ ექნებოდა.

„გურჯაანში მერის შუალედური არჩევნებია და შემთხვევით ხომ არ გამოგრჩათ, თუ გააზრებულად არ მიიღეთ მონაწილეობა? რასაც საუბრობთ თუ გულწრფელი ხართ, მართლა თუ სიმართლეს ეუბნებით კახელ ფერმერებს და ადგილობრივებს, უკეთ მართვა თუ შეგიძლიათ, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ ის, რომ თქვენ მერის კანდიდატი არ წარადგინეთ, სწორედ ეს არის პასუხი თქვენს პოპულიზმზე - თავადაც არ გჯერათ იმ ტყუილების, რასაც საუბრობთ და საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ ატყუებთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა